კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კამპანია #დაზოგეწყალიაქტიურ ფაზაში შევიდა. კამპანიის ფარგლებში #gwpოლიმპიადის16-ვე გუნდის კაპიტანს საკონსულტაციო ჯგუფმა „ჯეპრამ“ უმასპინძლა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და მართვის შესახებ, გუნდების კაპიტნებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეებმაპრაქტიკაში გამოიყენეს ის თეორიული ცოდნა, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს – წყლის დაზოგვის თემაზე, სხვადასხვა კლასებში, შემეცნებითი ტრენინგები ჩაატარეს, ამავე თემაზე პოსტერები და ფლაერები დაამზადეს. ასევე, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და წყლის დაზოგვის გზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
#gwpოლიმპიადის სკოლისგუნდებიერთმანეთსწყლისდაზოგვასადაპრობლემურიადგილებისიდენტიფიცირებაშიეჯიბრებიან.
აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.
მიმდინარეკვირისმანძილზე, „ჯორჯიანუოთერენდფაუერი“,თბილისისსხვადასხვაუბანში,სარეაბილიტაციოსამუშაოებსაქტიურადაგრძელებს:
ნაძალადევის რაიონში,ჩხიკვაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, წყალარინების ქსელის 150 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ჩუღურეთის რაიონში, ზეგანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, 26 მაისის 1-ელ ჩიხში, სერეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, წყალსადენის ქსელის 500 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წყალსადენის 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის ქსელის 900 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
გლდანის რაიონში,ბერთუბნის დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს – წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – წყალსადენის ქსელის 600 მეტრი მონაკვეთი ახლით იცვლება.
ვაკის რაიონში,წყენთში, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – სოხუმის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და4 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, აღნიშნულ პროექტში კომპანია 49 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, წყალსადენის 720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.კომპანია აღნიშნულ რეაბილიტაციაში 45000 ლარის ინვესტიცია ახორციელებს.
მთაწმინდის რაიონში,ტაბახმელაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.კოტე აფხაზის ქუჩასა და ჩიხებში, 2 კილომეტრამდე ქსელი შეიცვლება და 15 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. კომპანია სარეაბილიტაციო პროექტში 240 000 ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს.წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები