იან კელი: კონსტიტუციის რეფორმირების პროცესის თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ აზრთასხვადასხვაობას ეხმაურება. მისი განცხადებით, კონსტიტუციის რეფორმირების პროცესს დიდი ინტერესით აკვირდება. როგორც კელიმ აღნიშნა, ეს პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.
„ამ პროცესში ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში და უფრო ფართოდ კი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში ასეთი ჩართულობაა. პროცესი დასრულებული ჯერ არ არის და ველით, თუ როგორ დასრულდება. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მე მას დიდ პატივს ვცემ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები