კამპანია #დაზოგეწყალი – შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ წყლის რესურსი

კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურ ფაზაში შევიდა. კამპანიის ფარგლებში #gwp ოლიმპიადის 16-ვე გუნდის კაპიტანს საკონსულტაციო ჯგუფმა „ჯეპრამ“ უმასპინძლა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და მართვის შესახებ, გუნდების კაპიტნებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ის თეორიული ცოდნა, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. მიმდინარე კვირის განმავლობაში, gwp ოლიმპიადის მონაწილე გუნდებმა წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს: სკოლის პედაგოგები და თანატოლები პროექტში ჩართეს, პოსტერები და ფლაერები დაამზადეს, ასევე, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და წყლის დაზოგვის გზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
#gwp ოლიმპიადის ფარგლებში სკოლის გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაშიც ეჯიბრებიან. საინფორმაციო კამპანიას, გუნდები მაისის ბოლომდე აქტიურად განხორციელებენ.
#დაზოგეწყალი – შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ წყლის რესურსი!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები