შსს: წინა წელთან შედარებით, საქართველოში დანაშაულის კლება დაფიქსირდა

2017 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში დანაშაულის 5.39-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, შემცირებულია დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელიც.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის სამ თვეში, 3455 დანაშაული დაფიქსირდა, გახსნილია 1356 (39.25%).
2016 წლის იანვარ-მარტში კი 3652 და აქედან გაიხსნა 1636 (44.8%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები