ლევან ბერძენიშვილი დავით უსუფაშვილზე: გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით

“გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“პოლიტიკაში დაბრუნებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ბუნებრივია, რომ პოლიტიკაში იქნება, გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით. გუნდის ნახვამდე, ვერ გეტყვით, არის თუ არა ხელისუფლების ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ერთი კაცი ალტერნატივა არ არის. ინტერესი დავკარგეთ. ეს ჩვენი წარსულია. ჩვენი საქმე გვაქვს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “რესპუბლიკელების” ყოფილი ლიდერი საზოგადოებას ცენტრისტული პარტიის შექმნას და ქვეყნის განვითარების 3-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები