გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის წევრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარგოჟატა გოჩიევსკას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
„როგორც პოლონეთის სეიმთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, წლებია პოლონელ კოლეგასთან ვთანამშრომლობ. წინა მოწვევის პარლამენტშიც და სეიმშიც, მე და მარგოჟიტა გოჩიევსკა პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებს ვხელმძღვანელობდით და ამჟამადაც ვაგრძელებთ აღნიშნული ჯგუფების თავმჯდომარეობას. შეხვედრაზე მთავარი ამოცანა რაც დავსახეთ, ეს არის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ამასთან ერთად, ნებისმიერი ნაბიჯის ხელშეწყობა, რასაც ჩვენი ქვეყნების მთავრობები ერთმანეთის მიმართ გადადგამენ. ასევე, შევთანხმდით ორმხრივი კომუნიკაციის ინტენსიურ გაგრძელებაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიუშ მაშჯიევიჩი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები