მაია ბითაძე ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ცენტრის დირექტორს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ცენტრის დირექტორს, ალბინას მასტაუსკასს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ეფექტიანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და მისი გაძლიერების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ალბინას მასტაუსკასმა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები დადებითად შეაფასა.
ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ცენტრის დირექტორის მიწვევის საფუძველზე, დაიგეგმა მაია ბითაძის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქში, სადაც გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის მარეგულირებელ ორგანოებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები