პრემიერი ბუქარესტში ანთიმოზ ივერიელის ტაძარს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუქარესტში მდებარე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა.
რუმინეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის დელეგაციას ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა. ტაძარში შესრულდა ქართული საგალობლები. რუმინელმა ეპისკოპოსმა გიორგი კვირიკაშვილს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი უსახსოვრა.
ქართველი მწიგნობარი, ფილოსოფოსი, საეკლესიო მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე რუმინეთში 27 სექტემბერს, საქართველოში კი-26 ივნისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები