ე.წ. სამხრეთ ოსეთში აფრიკული შავი ჭირი მძვინვარებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში შავი ჭირით ღორის დაავადების ფაქტები დაფიქსირდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, დაავადების შედეგად, ზნაურის რაიონის რამდენიმე სოფელში ღორების დაღუპვის ფაქტები დაფიქსირდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფრიკული შავი ჭირისგან 6 ღორი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაავადებულია. შარშან ზაფხულში ამ დაავადებით ოკუპირებულ რეგიონში 800 ცხოველი დაიღუპა.
ამჟამად დაღუპული ღორების ნიმუშები ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად რუსეთში გააგზავნეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ აფრიკული ჭირი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ცხოველებში ის არ იკურნება. ერთადერთი გამოსავალი კარანტინის დაწესებაა.