ნაძალადევში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 47 მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 47 მისამართზე მიმდინარეობს. გურამიშვილის გამზ. N48-50-ში მიმდინარე პროექტებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
გურამიშვილის გამზ. N50-ში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სახურავის რეაბილიტაცია 1685 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. ამავე მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. პარალელურად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება.
რაც შეეხება გურამიშვილის N48-ს, აქ, გამგეობის დაფინანსებით, იცვლება კანალიზაციის შიდა ქსელი. უახლოეს მომავალში კი დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 657 232 ლარია. 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 კორპუსში განხორციელდა. დასრულებული პროექტების მთლიანი ღირებულება 547 560 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები