მარტვილში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა

​მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა ,,სხივის“ სააქტო დარბაზში კამპანიის – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ ფარგლებში, პრეზენტაცია გაიმართა. სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
​პროკურორმა მოსწავლეებს ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აჩვენეს ავტოსაგზაო შემთხვევათა ამსახველი ვიდეორგოლები და ფოტომასალა, ასევე, გააცნეს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები. გაიმართა დისკუსია მძღოლების პასუხისმგებლობასა და საფრთხეებზე, ქვეითისა და მძღოლების ურთიერთობებზე და მოსწავლეთათვის აღნიშნული კუთხით სხვა საინტერესო საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები