ნარჩემაშვილი ღოღობერიძე-ჩხვირკიას დაკავებაზე: საკმარისი მასალები არსებობს იმისათვის, რომ ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იყვნენ

“საკმარისი მასალები არსებობს იმისათვის, რომ ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იყვნენ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი კობა ნარჩემაშვილი ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ღამეს საკმაოდ აგრესიული განცხადებებით გამოირჩეოდნენ.
„ეს პიროვნებები, მე პირადად, მახსოვს საკმაოდ აგრესიული განცხადებებით იმ დღეს სატელევიზო ეთერიდან. რა წერია საქმის მასალებში, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რადგან გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს სასამართლომაც დაადასტურა, მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე, არის საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ წინასწარ პატიმრობაში“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას დააკავეს. ბათუმის სასამართლომ ორივეს გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები