სოფელ ოკამს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 111 706 ლარია, დაფინანსდა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მას შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებელი ვალდებულია, 3 წლის განმავლობაში გამოვლენილი ტექნიკური ნაკლი საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას.
პროექტის განხორციელება სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უკეთ მომსახურებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები