საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სდასუს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) სტუდენტებს შეხვდნენ. როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატებმა სტუდენტებს სახელმწიფოს მშენებლობისა და ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლების მიმართულებით თავიანთი ხედვა გააცნეს.
„ჩვენ მოტივირებული ვართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ ყველა სფეროში, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გავაუმჯობესოთ და ჩვენ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა შეხვედრაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. ​მდინარაძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე ისაუბრა. დეპუტატებმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გურამ მაჭარაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრეს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების საქმიანობის, ასევე, საკანონმდებლო პროცესის და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შესახებ.
სტუდენტები დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების, სახელმწიფო მოწყობის, პარლამენტის ადგილმდებარეობის, საარჩევნო სისტემისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით, რაზეც მათ კითხვებს დეპუტატებმა ამომწურავად უპასუხეს. პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სტუდენტები პარლამენტში ექსკურსიაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები