თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივან სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს ვიზიტი კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს უმასპინძლა.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმებზე. ​
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი, სადაც საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები