გიგლა აგულაშვილმა პარლამენტში პრეზენტაცია – “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ გამართა

​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში პრეზენტაცია – “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ გამართა.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს და დაბინძურების შემცირებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ. პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრმა დეპუტატებს ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესი ადგილზე გააცნო.
სააგენტოს სპეციალისტებმა ექსპრესლაბორატორიით ადგილზე ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვა განახორციელეს და მიღებული შედეგების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.
შეხვედრის მიზანია პარლამენტის წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინფორმირება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა, ასევე, დაბინძურების ძირითადი წყაროების და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განსაზღვრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული მოთხოვნების გაცნობა.
​პრეზენტაციას, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები