იერუსალიმის პატრიარქი: აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა ყოვლად მიუღებელია

​ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილოს III-ს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩმა და პატრიარქმა აფხაზური ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, 10 აპრილს, თეოფილოს III-მ იერუსალიმში აფხაზი მომლოცველები მიიღო და ე.წ. აფახაზეთის მთავრობა დალოცა. შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილოს III-მ დაადასტურა აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ამგვარ შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩული მიცემა ყოვლად მიუღებელია.
„ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე, აღდგომის დღესასწაულზე. ამ პერიოდში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ, კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს”, – აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა და გამოხატა წუხილი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან აუდიენციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები