ქეთევან ციხელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებას პასუხობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამინისტროს გაუქმების საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებას ეხმაურება.
„ თუ რომელიმე ადამიანისთვის არ არის მნიშვნელოვანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია, ეს არის მათი პერსონალური პრობლემა. რაც შეეხება კითხვებს, რომელსაც პარლამენტის ზოგიერთი წევრი სვამს სამინისტროს რელევანტურობასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რომელიმე ადამიანისთვის თუ არ არის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სამოქალაქო ინტეგრაცია, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და უამრავი პროექტი, რომელიც ხორციელდება, ასევე, ახალი ინიციატივები, რაც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შერიგების, დიალოგისა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით, მაშინ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება, დასვან კითხვა, რა საჭიროა ეს სტრუქტურა. ეს არის მათი პერსონალური გემოვნების თუ ინტერესის საკითხი და თუ რომელიმესთვის არ არის საინტერესო ზემოჩამოთვლილი საკითხები, რა თქმა უნდა, ეს არის პერსონალური პრობლემა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები