„ამერიკის დღეები 2017“-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა – ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნა.
ამერიკის მცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრადიციული და მყარი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც IBSU-ს აშშ-ის საელჩოსთან აკავშირებს. ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მეგობრობის ჭრილშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები