ბათუმში, მშენებარე კორპუსის შახტაში მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის შახტაში მუშა ჩავარდა. 67 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
​როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები