გოჩა ბარიშვილის გამოფენა – „რენტგენის ფირების დიდებულება ხელოვნებაში“ გაიხსნება

28 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა „ვაჩე“  ექიმ-რენტგენოლოგ გოჩა ბარიშვილის გამოფენას – „რენტგენის ფირების დიდებულება ხელოვნებაში“ უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გოჩა ბარიშვილი 24 წლის მანძილზე ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.
„ხატვის სიყვარულმა, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვებოდა, უკვალოდ არ ჩაიარა. ერთ დღეს გადაწყვიტა, რენტგენის ფირებზე გადაეტანა ხატვის სიყვარული. რენტგენის ფირებზე მთელი სიცხადით აღქმულ-გადმოტანილი რეალობა იმდენად საინტერესო გახდა, ექიმს ეს საქმე მოთხოვნილებად ექცა, ასე დაგროვდა ნამუშევრები, რომელიც ამშვენებს მისი სახლის კედლებს“, – ამბობენ ორგანიზატორები.
25 მარტს ჩაერთო თბილისში გამართულ არტფესტივალშიც. გოჩას ნამუშევრები გამოიფინა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში და როგორც დამთვალიერებლის, ასევე ხელოვნების მოღვაწეების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამჯერად გალერეა „ვაჩე“ უპასპინძლებს პირველ პერსონალურ გამოფენას. წარმოდგენილი იქნება რენტგენის ფირებზე შესრულებული საოცარი პეიზაჟები. გამოფენა 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები