ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას დაიწყებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლიდან მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას დაიწყებს. პროექტი ერთდროულად სამი ქვეყანაში – განაში, კენიასა და მალავიში განხორციელდება.
ვაქცინის სახელწოდებაა RTS,S. ის იმუნურ სისტემას პარაზიტულ მიკროორგანიზმებთან ბრძოლას „ასწავლის“. მიკროორგანიზმები ადამიანებს კოღოების და სხვა მწერების ნაკბენებით გადაედება.
მსოფლიოში მალარიით ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება. ახალი ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ ის ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს.
აცრის გაკეთება ოთხჯერ იქნება აუცილებელი, სამი აცრა პირველ სამ თვეში კეთდება, ხოლო მეოთხე – დაავადებიდან ნახევარი წლის შემდეგ. მეოთხე დოზა არის გადამწყვეტი და მის გარეშე ვაქცინის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები