სელფი საოპერაციოდან – ვინ არის ექიმი მიზანდარი და რას აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში სკანდალურ ფოტოზე

ექიმი, რომელმაც საოპერაციო ბლოკში სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგია. ხათუნა მიზანდარი სამედიცინო დაწესებულებაში დიდი ხანია მუშაობს და მას კოლეგები პროფესონალ ექიმად ახასიათებენ. ხათუნა მიზანდარი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის, მარინე მიზანდარის ახლო ნათესავია, ამჟამად უცხოეთში დასასვენებლად იმყოფება და საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.
ხათუნა მიზანდარის გარშემო სკანდალი 19 აპრილს ატყდა, როდესაც მან საკუთარ იუბილეზე საოპერაციო ბლოკში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოს მინაწერიც დაურთო. ფოტო ოპერაციის შემდეგ არის გადაღებული, სადაც პაციენტიც ჩანს, თუმცა, მისი ანონიმურობა დაცულია.
„აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღე!..“ – წერს ანესთეოზიოლოგი.
ხათუნა მიზანდარის ამ ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
“კვირა” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მიაჩნიათ, რომ ექიმმა შეცდომა დაუშვა და მას ეს ფოტო სოციალურ ქსელში არ უნდა განეთავსებინა. თუმცა როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, ექიმ ხათუნა მიზანდარს პაციენტის უფლებები არ დაურღვევია.
თავად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, კლინიკის ხელმძღვანელობა ხათუნა მიზანდარის საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ანესთეოზიოლოგი საქართველოში დაბრუნდება.
„ვიცით ამ ფოტოს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროდანაც დაგვირეკეს. თავად ხათუნა მიზანდარი საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. როდესაც ჩამოვა, კლინიკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მერე მიიღებს“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ხათუნა შრუბმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ექიმის ქცევის შემდეგ, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატყდა, ხათუნა მიზანდარმა სკანდალური ფოტო საკუთარი გვერდიდან წაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები