გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
გაზაფხულის ქუჩაზე, 5000 კვადრატულ მეტრზე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოეწყობა ბორდიურები.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე კაპიტალურად შეკეთდება 5 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოც. ეზოებში, 2100 მეტრზე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები