უსაფრთხო წარმოების ხელშეწყობა საქართველოში – შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით, უსაფრთხო და სუფთა წარმოების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წარმომადგენელმა, ნინა შნაიდერმა მიმართეს.
ტრენინგის ძირითადი მიზანია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა და ეკოინოვაციების პოპულარიზაცია საქართველოში. შეხვედრაზე UNEP-ის მიერ შემუშავებული მიდგომები და ინსტრუმენტები განიხილეს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების დასახმარებლად, რათა მოახდინონ ქიმიური მომწამლავი ნივთიერებების იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური რისკების შემცირება. მონაწილეებმა ინფორმაცია ეკოინოვაციური მიდგომის შესახებ მიიღეს, რაც მიზნად ისახავს მდგრადობის პრინციპის დანერგვას ბიზნესსაქმიანობის წარმართვისას. მდგრადი ბიზნესსტრატეგიის, ეკოინოვაციის ჩამოყალიბება და დანერგვა, სამომავლოდ, კომპანიის საქმიანობაზე დადებითად აისახება და გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას.
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (EaP Green) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები