„მორიგი საოცრება აფხაზეთიდან – გამოსახულებიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი გაბრიელ ბერია“

ორიოდე დღის წინ მხატვარმა დავით ბაძაღუამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო აფხაზეთში, ქართველთა სახლების ფანჯრებზე გამოსახული წმინდანთა ფოტოები. წმინდანები აღდგომის დღესასწაულზე გაჩნდა სახლების ფანჯრებზე. ამჯერად დავით ბაძაღუა ახლა სტატუსს აქვეყნებს:

„მორიგი საოცრება აფხაზეთიდან!
ახლახან რუსიკო ლეჟავამ ეს ფოტოები მომაწოდა!
გვერდიგვერდ გალში ორი ოჯახის ფანჯრებზე გუშინ ისევე წმინდანები გამოისახა –  გამოსახულებიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი გაბრიელ ბერია, მეორე- ჯერ-ჯერობით დგინდება.
ხვალ ჩადიან იქ და კარგი ხარისხის ფოტოებს მომაწვდიან!
p.s. რუსიკოს შვილი მხატვარი (რომანოზა) იყო და ბერად აღიკვეცა – ეს მათი მიტოვებული სახლია!“- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ბაძაღუა.

              

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები