თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო. Turkish Airlines-ის რეისი 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო.
მგზავრებს რეისის გადადების მიზეზად უამინდობა დაუსახელეს.
მგზავრთა ნაწილი Turkish Airlines-ის უახლოეს ავიარეისზე, მეორე ნაწილი კი სასტუმროებში გადაანაწილეს და აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი გაფრენას რამდენიმე საათის დაგვიანებით, შუადღისას ან საღამოს შეძლებენ.
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ რამდენიმე რეისს შეექმნა პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები