კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება იწყება
ხვალ, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“, ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამების ოფისსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებითა და პარტნიორობით, კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება იწყება. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანების რეგიონების 12 ქვეყნის (მათ შორის თურქეთის) პროკურატურის, საგამოძიებო დანაყოფების, ფინანსური გამოძიებისა და მონიტორინგის სამსახურებისა და კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის იმართება.
პროგრამას საფრანგეთის, ირლანდიის, რუმინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE-ს ექსპერტთა გუნდები უძღვებიან. გახსნით ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრებიან.