თბილისი მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების ოცეულში მოხვდა

მსოფლიოს 288 ქალაქიდან ყველაზე უსაფრთხო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბია. რეიტინგი პორტალმა Numbeo.com-მა შეადგინა.
საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში მე-19 ადგილზეა. უსაფრთხოდ მიჩნეულია ქალაქი, რომლის კრიმინალის ინდექსი 20 ქულას არ აღემატება. აბუ-დაბის გარდა, უსაფრთხო ქალაქების პირველ ათეულში მოხვდნენ მიუნხენი, ტაიბეი,ბაზელი,დოჰა, სინგაპური, ციურიხი.
პლანეტის ყველაზე სახიფათო ქალაქად ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები