ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ქუთაისის შემოვლით გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები