როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.
24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.
24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელია.
საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.