სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარ ავარიაში 20 ბავშვი დაიღუპა

სულ მცირე 20 ბავშვი დაიღუპა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ავარიის შედეგად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამხრეთ აფრიკის დედაქალაქის, პრეტორიის მახლობლად ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ მიკროავტობუსი ამობრუნდა და მას ცეცხლი გაუჩნდა.
მიკროავტობუსი პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები