პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

0

პარიზში ხუთშაბათს საღამოს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ის ქალაქ ანტვერპენის პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა.
მანამდე საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცს ბელგიის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ეძებს. აღიარებს თუ არა ის ტერაქტთან კავშირს, უცნობია.
ცნობისთვის, პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ სროლები იყო. შემთხვევის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი