ლოს-ანჯელესის აეროპორტში დაცვის სამსახურმა ქალის ჩანთაში პისტოლეტი ვერ შენიშნა

ქალი პოლიციელი ლოს-ანჯელესიდან ტაივანში გაფრინდა ისე, რომ თვითმფრინავში ჩანთით პისტოლეტი შეიტანა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პირადი ნივთების შემოწმების დროს, იარაღი ვერ აღმოაჩინეს. 42 წლის პოლიციის ოფიცერი ნოელ გრანტი სანტა-მონიკის პოლიციის განყოფილებიდან შვებულებაში მიდიოდა და შემთხვევით პირადი პისტოლეტი წაიღო.
მან ეს მხოლოდ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში აღმოაჩინა. ამის შემდეგ, ქალმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომელმაც მას ვითარების გარკვევამდე ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.
აშშ-ის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლოს-ანჯელესის აეროპორტში ნივთების შემოწმება არასათანადოდ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები