„სხვა საქართველო“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება

28 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოტოგამოფენა: „სხვა საქართველო“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის” წევრების: არჩილ გეგენავას, გიორგი ენუქიძის და გიორგი ჯანელიძის ფოტოები, რომლებშიც ასახულია კლუბის 12-დღიანი მოგზაურობა ირანსა და ფერეიდანში.
გამოფენა ეძღვნება ქართველების სპარსეთში გადასახლების 400 წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები