ცხინვალში რუსი ოკუპანტები და ოსი სამხედროები გამარჯვების აღლუმისთვის ერთად ემზადებიან
რუსი ოკუპანტები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროები 9 მაისის აღლუმისთვის ერთად ემზადებიან. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების მე-4 ბაზაზე გაიმართება. ამის შესახებ “სპუტნიკი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აღლუმში ე.წ. შსს-ს, “სასაზღვრო სამსახურის“, “საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს” ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.
აღლუმის გენერალური რეპეტიცია 28 აპრილს გაიმართება, ხოლო ტექნიკის მონაწილეობით – 4 და 6 მაისს.