ავსტრალია მოქალაქეობის მიღების წესებს ამკაცრებს

ავსტრალიამ მიგრაციული კანონმდებლობა და ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამკაცრა. ახლა კანდიდატებს ინგლისური ენის ცოდნის გართულებული ტესტების ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ახალი რეგულაციები ავსტრალიის საზოგადოებაში მიგრანტების უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის უნდა განხორციელდეს. კერძოდ, საუბარია გენდერულ თანასწორობაზე და რელიგიის თავისუფლებაზე.
გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ავსტრალიაში მუდმივად 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები