რუსული უშიშროება – სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის დამკვეთი დადგენილია

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის დამკვეთი დადგენილია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა. ამასთანავე, ბორტნიკოვმა კონკრეტული პირი არ დაასახელა.
„დიახ დადგენილი, პრაქტიკულად დადგენილია“, – განაცხადა ბორტნიკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე. მისივე თქმით, მედია შესაბამის ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს.
ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის მატარებელში აფეთქება 3 აპრილს მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები