ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურული კაფე ,,კაფია“ გაიხსნება

5 მაისს, 15 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ხევსური ქალების” და დუშეთის მუნიციპალიტეტის თაოსნობით, ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურული კაფე ,,კაფიას” პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იმავდროულად,  ხევსური და ფშაველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტიც ჩატარდება.
ცენტრი უმასპინძლებს ორ უნიჭიერეს ხევსურ მოზარდს, არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატებს – მარიამ და გიორგი წიკლაურებს, აგრეთვე ბარისახოს და შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს… შეხვედრას დაესწრებიან საზოგადოების ცნობილი სახეები ხელოვანები, ბიზნესმენები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები… ღამისთევის მსურველებისათვის იმუშავებს საოჯახო სასტუმრო ,,ლულუ” და კემპინგ-სერვისი ,,ლულუს კარვები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები