პროექტი „კინო სკოლაში”: რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ახმეტასა და პანკისის ხეობაში ჩადის

პროექტის “კინო სკოლაში” ახალი სეზონი ახლახან დაიწყო. 19 აპრილს კი კინოსპეციალისტებსა და სკოლის პედაგოგებს ცნობილი ქართველი რეჟისორი, გიორგი ოვაშვილიც შეუერთდება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენრტში განუცხადეს, ცნობილი ქართველი რეჟისორი მის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “გაღმა ნაპირს” ახმეტასა და პანკისის ხეობაში კინოსკოლელებისთვის აჩვენებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ფილმის ჩვენება ახმეტაში, პირველ საჯარო სკოლაში 10:00 საათზე შედგება, სადაც კინოსკოლელები ახმეტის სხვადასხვა სკოლიდან მოიყრიან თავს.
პანკისის ხეობაში კი ფილმს “გაღმა ნაპირს” 15:00 საათზე აჩვენებენ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში. ღონისძიებას კინოსკოლელები პანკისის ხეობის შემდეგი სოფლებიდან დაესწრებიან: ჯოყოლო, ბირკიანი, დუმასტური, ყვარელწყალი და საკობიანი.
გიორგი ოვაშვილის ვიზიტი კახეთის რეგიონში კახეთის რეგიონული განვითარების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
“კინო სკოლაში”კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები