ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე – ეროვნული არქივი სვეტიცხოვლის უძველეს ფოტოს ავრცელებს

„ეროვნული არქივი გილოცავთ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს!“ – ასე ულოცავს საზოგადოებას ეროვნული არქივის ფეისბუქგვერდი და მცხეთისა და სვეტიცხოვლის ერთ-ერთი უძველეს ფოტოს ავრცელებს. ფოტო 1858 წლის აგვისტოშია გადაღებული. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ივანიცკი.
მცხეთის სვეტიცხოველი ერთ-ერთია იმ ძეგლებიდან, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 18 აპრილი 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც, კომისიის აზრით, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები