თვითმკვლელობა ადიგენში – მეუღლის საფლავიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა თქვა, რომ ცოლი მოენატრა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი გუშინ მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულმა კი თქვა, რომ მეუღლე მოენატრა.
დღეს მოხუცი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
როგორც „კვირა“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები