ზვიად ძიძიგური ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს აფასებს – ” ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთ უხეშ დარღვევად შეაფასა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს რუსეთისგან ქვეყნის ინტერესების დაცვას.
„საზიზღარი საქციელია. ასეთი ტიპის საქციელი ჩვენი სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ შებღალვაა. ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობაც ასეთი შეფასებებით შემოიფარგლება, რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში შელახვა და მის სუვერენულ უფლებებში უსინდისო ჩარევა. სხვა ტიპის დაპირისპირება გარდა დიპლომატიური და საერთაშორისო დაპირისპირებისა, არ ჩანს. აუცილებლად შევძლებთ ხანგრძლივი, დაჟინებული მოქმედებებით რუსეთის მადის შეზღუდვასაც და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასაც“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფზახეთში ვიზიტს 18-19 აპრილს გეგმავს.