ვინ წარადგენს პროექტს ანსის კინოფესტივალზე? – ფრანგი პროდიუსერი ოლივიე კატერინი გამარჯვებულის გამოსავლენად საქართველოში ჩამოვიდა

 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ანიმაციური ფილმების ფრანგი პროდიუსერი ოლივიე კატერინი იმყოფება. იგი ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპებს ატარებს. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ვორქშოპებს ეროვნული კინოცენტრის, ანსის და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული 5 პროექტის ავტორები ესწრებიან.
14 აპრილს ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპის მონაწილეები მათ პროექტებს წარუდგენენ ოლივიე კატერინს. რჩეული პროექტის ავტორი კი ზაფხულში საფრანგეთის ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.
ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის განვითარებაზე წელს მესამედ ტარდება. პირველ წელს გამარჯვებული ანა ჩუბინიძე გახდა, რომელმაც ანსიში ცნობილი ანიმაციური ფილმების სტუდიის “ფოლიმაჟი” დაინტერესება შეძლო და სწორედ ასე შეიქმნა პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია ანიმაციაში “ჯიბის კაცი”. კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულები კი ტატო კოტეტიშვილი და სანდრო ქათამაშვილი წარმატებით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფრანგ პროდიუსრებთან. კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ოლივიე კატერინი მას უკვე ანსის კინოფესტივალზე წარსადგენად მოამზადებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები