კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის ტოტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის ტოტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გვიან ღამით ქუჩის გადაკეტვა ხის მასიური ტოტის სავალ ნაწილზე ჩამოვარდნამ გამოიწვია.
მოტეხილი ტოტის ტერიტორიიდან გატანა სამაშველო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყვეს. ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი. ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები