პირველად საქართველოში, ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინება

18 აპრილს, 19:00 საათზე, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს.
გამოიფინება ჰარისონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დევიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და სხვა ლეგენდარული რეჟისორისა თუ მსახიობის ხელმოწერილი ნივთები… 11 ოსკარზე ნომინირებული, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის „ნიუ-ორკის ბანდების“ (GANGS OF NEW-YORK) პერსონაჟის უნიკალური კოსტიუმი… ლეგენდარული ამერიკული ფილმის „ბეტმენის“  (BATMAN) მთავარი გმირის ნიღაბი და იარაღი – „ბეტარანგი“, სხვა უნიკალურ მემორიალურ ნივთებთან ერთად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლისათვის 18-დან 24 აპრილამდე გამოიფინება.
ორიგინალ აფიშებთან, ხელნაწერებთან, პარტიტურებთან და კინორეკვიზიტებთან ერთად, საზოგადოებას საშუალება ექნება, იხილოს ქევინ კოსტნერის, უიტნი ჰიუსტონისა და გარი კემპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ლეგენდარული ფილმის „პირადი მცველის“ (THE BODYGUARD) ორიგინალ სცენარს წარმოადგენს.
ექსპოზიციის განსაკუთრებული და მემორიალური მნიშვენელობიდან გამომდინარე, ნივთები საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით გამოიფინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები