„საუბრები ისტორიაზე“ – 14 აპრილი, 1978 წელი, რა საფრთხეს გადაურჩა ქართული ენა?

12 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ შეხვედრების ახალი ციკლი – „საუბრები ისტორიაზე“ – იწყება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პირველი შეხვედრის თემაა: 14 აპრილი, 1978 წელი, რა საფრთხეს გადაურჩა ქართული ენა?
1978 წლის 14 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში. ოთხშაბათს შეხვდებით და მოუსმენთ მოვლენების ეპიცენტრში მყოფ ადამიანებს: ფილოლოგებს – ლადო ჭელიძეს, რევაზ აბაშიას, ნიკა საანებლიძეს, ისტორიკოს თამარ ჩხეიძეს, ადვოკატს, უფლებადამცველს – გელა ნიკოლაიშვილს. ისინი 39 წლის შემდეგ გაიხსენებენ და შეაფასებენ 1978 წლის 14 აპრილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები