მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში მორიი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები