ირაკლი შოთაძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის დირექტორს კაილ უილიამსონს, რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ბრაიან კონელისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშეს საქართველოში პატიკ ლოტვალას შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები – გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) შორის თანამშრომლობის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ტრანსნაციონალური ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები