გიორგი ტყემალაძე „ნაციონალებს“: რამდენი ხანია ანგარიშს ითხოვთ და მხოლოდ ნაზღაიძის თემასთან დაკავშირებით დასვით შეკითხვა

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრების შეკითხვებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის საპასუხო განცხადება მოჰყვა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის წევრები და დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდნენ.
,,ძალიან მიკვირს და თბილისის მერიც ალბათ გაკვირვებულია. რამდენი ხანია დავით ნარმანიას ანგარიშს ითხოვთ და მხოლოდ ნაზღაიძის თემასთან დაკავშირებით დასვით შეკითხვა.
ეს ნამდვილად გაუგებარია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც“, – განაცხადა გიორგი ტყემალძემ. დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშით წარსდგა. რეგლამენტის მიხედვით მეორე ეტაპი კითხვებს დაეთმო. დედაქალაქის მერს შეკითხვები პირველად ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა დაუსვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები